Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2024-ის“ მონაწილეთა შესარჩევად

    „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარების განვითარება.


    პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქართული ლიტერატურის მიმართულებით უნდა დაამუშაონ კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი და მისი ელექტრონული ვერსია საორგანიზაციო ჯგუფს მიაწოდონ.


    ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომის/ესეს (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – sylfaen; ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1)


    თემა უნდა შეირჩეს შემდეგი მიმართულებიდან:
    ქართული ლიტერატურა (XXI საუკუნის ლიტერატურულ პროცესებამდე).


    პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებსა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეებს.


    საკონკურსო ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 10 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: zamtrisskola@gmail.com


    გისურვებთ წარმატებას!


    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი